top of page
!
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შეტყობინებას
მოგესალმებით
შეგახსენებთ, რომ დღეს 29 ნოემბერს, ხვალ 30 ნოემბერს და ზეგ 1 დეკემბერს იმართება „ერუდიტის“ და„ისქულის“ ერთობლივი სასკოლო ოლიმპიადის II ტური.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
1. ოლიმპიადა ტარდება დისტანციური ფორმატით;
2. ოლიმპიადის სისტემაში შესასვლელად და ტესტის დასაწერად თქვენ არ გჭირდებათ რაიმე დამატებითი პროგრამა ან აპლიკაცია, თქვენ მიიღებთ საგამოცდო ბმულს (ლინკს), რომელიც უნდა გახსნათ ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით (GOOGLE CHROME, SAFARI ან სხვა...);
3. საგამოცდო ლინკი მოგივათ SMS ის სახით ტელეფონზე, კონკრეტული საგნის ოლიმპიადის დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე (მაგალითად თქვენი საგნის ოლიმპიადა თუ ტარდება 15:00 საათზე ლინკს მიიღებთ 14:50 საათიდან 14:55 საათამდე);
4. საგამოცდო ლინკი SMS ის სახით მოგივათ ნომერზე, მაგრამ თქვენ გაქვთ უფლება ეს ლინკი გადაწეროთ კომპიუტერში, პლანშეტში ან სხვა მოწყობილობაში და იქ დაიწყოთ ტესტზე მუშაობა, ასევე გაქვთ უფლება ტელეფონითვე გახსნათ ლინკი და ტელეფონით დაიწყოთ ტესტზე მუშაობა;
5. ტესტის მაქსიმალური ქულა არის 100, ხოლო მე-3 ტურში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ 76 ქულის დაგროვება;
6. ტესტის დასრულების შემდეგ სისტემა ავტომატურად გაასწორებს თქვენს ნაშრომს და გეცნობებათ ქულა;
7. თუ საგამოცდო ლინკს გახსნით ორჯერ ან მეტჯერ და ახლიდან გამოაგზავნით ტესტს შეფასდება მხოლოდ პირველი გამოგზავნილი, ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტესტის რამოდენიმეჯერ გამოგზავნამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი დისკვალიფიკაცია;
8. თუ სისტემამ არ მოახდინა თქვენი სწორედ შეფასება და თვლით, რომ შეფასებისას ხარვეზია აუცილებლად ეწვიეთ საიტს WWW.ERUDITE.GE და შეავსეთ სააპელაციო განაცხადი.
9. ტესტირების სისტემამ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩართოს თქვენი მიკროფონი, კამერა ან ეკრანის გაზიარება რითაც თავიდან ავიცილებთ გადაწერის და ქულების არასამართლიანად მომატების რისკებს. (თუ სისტემამ ჩართო კამერა, მიკროფონი, ეკრანის გაზიარება ან სხვა ფუნქცია ამაზე თქვენ ინფორმაცია არ მოგეწოდებათ და მას ვერ მიხვდებით);
10. ტესტირების დაწყებამდე ყურადღებით შეიყვანეთ თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს ტესტირების სისტემა.
იმისათვის, რომ გაიგოთ რომელ საათზეა თქვენი ოლიმპიადა დააკლიკეთ ღილაკს „განრიგი“
გისურვებთ წარმატებას
ყველა საავტორო უფლება დაცულია
© ერუდიტი 2026-2030
bottom of page