top of page
Stationery
ინფორმაცია eSchool ის შესახებ

„eSchool“ და „ერუდიტი“ წარმოგიდგენთ
სასკოლო ოლიმპიადების მორიგ მე-10 სეზონს.

ოლიმპიადის  მიზანია, სხვადასხვა საგანში გამოავლინოს საქართველოს ყველაზე ნიჭიერი სკოლის მოსწავლეები კლასების მიხედვით.
 

ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:


მათემატიკა

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10.
 

 

ქართული

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

 

ინგლისური

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

IQ / ინტელექტი

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

ბუნება

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-5, მე-6.

ჩვენი საქართველო

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-5, მე-6.

ბიოლოგია

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

 

გეოგრაფია

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

ისტორია

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

 

ფიზიკა

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

 

ქიმია

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

 

სამოქალაქო

მონაწილეობა შეუძლია შემდეგ კლასებს:
მე-7, მე-8, მე-9, მე-10.

 

მონაწილეებისათვის მაქსიმალური კომფორტისა და სტრესული გარემოს თავიდან აცილებისთვის  მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ტესტირება ,ნაცვლად ფიზიკური სივრცისა, ჩატარდეს დისტანციურად, სპეციალური პროგრამული და ციფრული უზრუნველყოფის გამოყენებით, რათა თავიდან ავიცილოთ გადაწერისა და ქულების არასამართლიანად მოპოვების მცდელობები.


სასკოლო ოლიმპიადების ელექტრონული ტესტირების სისტემა ადაპტირებულია:

  • მობილური ტელეფონებისათვის (ANDROID, GOOGLE PIXEL, IOS);

  • პლანშეტური კომპიუტერებისათვუს (ANDROID, IOS, WINDOWS);

  • ლეპტოპებისათვის (ANDROID, IOS, WINDOWS, CHROME BOOK);

  • კომპიუტერებისათვის (ANDROID, IOS, WINDOWS).

 

იმისათვის,რომ ჩაერთოთ ტესტირების პროგრამაში აუცილებელია  გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან და გქონდეთ  ზემოაღნიშნული მოწყობილობებიდან ერთ-ერთი.

 

ტესტირების სისტემისთვის არ არის რაიმე დამატებითი პროგრამის ჩაწერა საჭირო.
ტესტირება შეგიძლიათ გახსნათ  უბრალოდ ლინკის სახით.

ტესტირების პროგრამა ხელოვნური ინტელექტისა და „ერუდიტის“ დამკვირვებელთა მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოფს გადაწერის რისკების პრევენციას:

  • პორტალზე მიმდინარეობს მონაწილეთა აუდიო ჩაწერა/დაკვირვება;

  • პორტალზე მიმდინარეობს მონაწილეთა ვიდეო ჩაწერა/დაკვირვება;

  • პორტალზე მიმდინარეობს მონაწილეთა ეკრანის ჩაწერა/დაკვირვება;

  • პორტალი აკონტროლებს მონაწილეთა კომპიუტერში საძიებო სისტემების გამოყენებას;

  • პორტალი აკონტროლებს მონაწილეთა კომპიუტერში თარგმნის სისტემების გამოყენებას;

  • პორტალი აკონტროლებს მონაწილეთა კომპიუტერში გამოთვლითი სისტემების გამოყენებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული კონტროლის მექანიზმი დანერგილია მასზედ, რომ ოლიმპიადა ჩატარდეს თანაბარ , კონკურენტულ გარემოში და რომელიმე მონაწილეს არ მიეცეს  არასამართლიანი გზებით მაღალი ქულების დაგროვების საშუალება.

პროექტი ტარდება 3 ტურად, თითოეულ ტურში მონაწილეს შეხვდება მაქსიმუმ 20 შეკითხვისგან შემდგარი ტესტი.

როგორც I, ასევე II და III ტურში ტესტის მაქსიმალური ქულა არის 100.

I ტურიდან II ტურში გადასასვლელად საჭიროა I ტურში მონაწილემ დააგროვოს მინიმუმ 51 ქულა.

II ტურიდან III ტურში გადასასვლელად საჭიროა II ტურში მონაწილემ დააგროვოს მინიმუმ 76 ქულა.

III ტური არის ფინალური ტური.
ფინალის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება სარეიტინგო სია.

 

სარეიტინგო სიის დადგენის წესი

  1. სარეიტინგო სია შედგება კლასებისა და საგნების მიხედვით, ინდივიდუალურად.
     

  2. სარეიტინგო სიის მთავარი კრიტერიუმი არის III ტურში მონაწილეების მიერ დაგროვებული ქულები.
     

  3. თუ ორ ან მეტ მონაწილეს დაფიქსირდა იდენტური ქულა, გათვალისწინებული იქნება II და I ტურის შედეგები.
     

  4. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეებს კვლავ ერთნაირი ქულები დარჩათ და ქულების მიხედვით გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლებელი გახდა, ყურადღება მიექცევა III ტურში დახარჯულ დროს.
     

  5. სამივე ტურის ქულების დამთხვევის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც III ტურის ტესტი სხვა მონაწილეებთან შედარებით უფრო სწრაფად დაასრულა.
     

პროექტში მონაწილეობის საფასური

1 საგნის ღირებულება პირველ ტურში შეადგენს 15 ლარს.

1 საგნის ღირებულება მეორე ტურში შეადგენს 20 ლარს.
 

🎉 პრიზები!

პროექტის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ:
🏆 სხვადასხვა ხარისხის დიპლომებს;
🎖️ მედლებს საუკეთესო შედეგებისთვის;
📜 სერტიფიკატებს მათი მიღწევების დასამტკიცებლად;
🎁 სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქრების.

 

💫 და ყველაზე მაგარი ნაწილი:
სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები სრულიად უფასოდ გაემგზავრებიან „ერუდიტის“ გასართობ-შემეცნებით ზამთრის ბანაკში ბაკურიანში!

 

🎉 გარდა ბანაკის სრული დაფინანსებისა, გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ 50%-იანი და 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები სხვადასხვა საპრიზო პოზიციებზე!
 

✨ არ გამოტოვო შანსი, მიიღე მონაწილეობა ჩვენს სასკოლო ოლიმპიადაში და შეიგრძენი დასვენებისა და ცოდნის უნიკალური კომბინაცა!
 

პრიზების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის  დააკლიკეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს „პრიზები“.

რეგისტრაციისათვის  დააკლიკეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს „რეგისტრაცია“.

შეკითხვების შემთხვევაში  დააკლიკეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს „დახმარება“.

ყველა საავტორო უფლება დაცულია
bottom of page