top of page
თეთრი ლოგო .png

წესდება

ბანაკში მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით შემუშავებულია წესები, რომლის დარღვევის უფლება არ აქვს არც ბანაკის მონაწილეს, არც ბანაკის ლიდერს და არც ბანაკის ადმინისტრაციის თანამშრომელს.

  • ბანაკში მონნაწილეთა დაძინების და გაღვიძების დრო გაწერილია დღის გეგმის შესაბამისად, მონაწილეს არ აქვს უბლება დაარღვიოს აღნიშნული წესი;

  • ბანაკის ტერიტორიის დატოვება (მაგალითად მაღაზიაში, აფთიაქში ან სხვა პუნქტში გასვლა) აკრძალულია ლიდერის თანხლების გარეშე;

  • ბანაკის ტერიტორიაზე აკრძალულია კონკრეტული ნივთები: 
    * თამბაქო;
    * თამბაქოს ნაწარმი;
    * ალკოჰოლური სასმელი;
    * ცივი იარაღი;

    * დაუდგენელი წარმომავლობის მედიკამენტები;
    * პიროტექნიკა;
    * ნებისმიერი სახის მცენარე (ნედლი ან გამხმარი მდგომარეობით);
    * ნებისმიერი სახის მომწამვლავი ნივთი/ნივთიერება;
    * ნებისმიერი სახის ადვილად აალებადი ნივთი/ნივთიერება;
    * ნებისმიერი სახის ტოქსიკური ნივთი/ნივთიერება.

  • ბანაკის მონაწილე ვალდებულია, დღის გეგმის მიხედვით გაწერილ ყველა აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა (გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა);

  • ბანაკის მონაწილეს ეკრძალება ღამის საათებში საპირისპირო სქესის მონაწილეთა ოთახებში შესვლა;

  • ბანაკის მონაწილეს ეკრძალება სასტუმროს ტერიტორიაზე თამბაქოს მოოხმარება;

  • ბანაკის მონაწილეს ეკრძალება სხვა მონაწილის დისკრიმინაცია, ჩაგვრა, ჩხუბი და ა.შ...

bottom of page