top of page
თეთრი ლოგო .png

უსაფრთხოება

პუნქტი 1

ტრანსპორტირება

„ერუდიტის“ ბანაკებში ჯამურად 500-ზე მეტი მონაწილეა ნამყოფი...
ჩვენთვის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია....

ბანაკის უსაფრთხოება იწყება ტრანსპორტირებით, სწორედ შერჩეული ტრანსპორტი და მძოლი უმნიშვნელოვანესია...

„ერუდიტი“ თანამშრომლობს ისეთ სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს ყველანაირი უსაფრთხოების სტანდარტებს.

მონაწილეთა გადაყვანა ხდება ავტობუსით, რომლის სახელმწიფო ნომერია AL-077-FA

ავტობუს სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება გავლილი აქვს 2023 წლის 27 დეკემბერს, ხოლო შემდეგი ინსპექტირება უწევს 2024 წლის 27 ივნისს.

Screen Shot 2024-01-17 at 15.24.37.png

შეგიძლიათ ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ინფორმაცია თავად გადაამოწმოთ ვებ-საიტზე -> WWW.PTI.GE

ავტობუსი აღჭურვილია:

  • მოცურების საწინააღმდეგო სისტემით;

  • ზამთრის საბურავებით;

  • პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;

  • საევაკუაციო გასასვლელით;

  • ცეცხლმაქრით.

პუნქტი 1.1

მძღოლი

ავტობუსის მძღოლს აქვს ჯგუფების გადაყვანის 18 წლიანი გამოცდილება,
ავტობუსის მძღოლის პირად ინფორმაციაში არ იძებნება ისეთი ტიპის ჯარიმა, რომელიც დაკავშირებულია: ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან, სიჩქარის გადაჭარბებასთან, საავარიო სიტუაციის შექმნასთან და ა.შ....

პუნქტი 2

საცხოვრებელი სივრცე

ბანაკის მონაწილეები მოთავსდებიან საოჯახო ტიპის სასტუმროში.

ბაკურიანი, 9 აპრილის ქუჩა N5 „მანო“.

მონაწილეთა უსაფრთხო და კომფორტული დასვენების მიზნით სასტუმრო აჭურვულია:

  • ოთახებით საკუთარი ინდივიდუალური სველი წერტილებით;

  • უსადენო ინტერნეტით (WI-FI);

  • ცეცხლმაქრით;

  • სამედიცინო ინვენტარით;

  • მოძრაობის სენსორებით;

  • უსაფრთხოების ვიდეოკამერებით;

  • საევაკუაციო გასასვლელით.

მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, „ერუდიტი“ მუდმივად ახდენს საერთო სივრცის, როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ელექტრონული მოწყობილობებით მონიტორინგს.

უსაფრთხოების მიზნით ხდება მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფების დაყოფა, ერთი ასაკობრივი ჯგუფი თავსდება ერთ ოთახში (ოთახში ადგილების რაოდენობა 3, 4, 5 ან 6).

უსაფრთხოების მიზნით ხდება მონაწილეთა გადანაწილება სქესის მიხედვით, ვაჟები მოთავსდებიან სხვა სართულზე, გოგონები სხვა სართულზე (ძილის დროს გარე გადაადგილებას აკონტროლებს მოძრაობის სენსორი).

როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ვიდეო-აუდიო კონტროლი ხორციელდება მხოლოდ საერთო სივრცეებში (სამზარეულო, ეზო, მისაღები, დერეფანი),
საცხოვრებელი ოთახების, სააბაზანოების ვიდეო-აუდიო კონტროლი აკრძალულია.

პუნქტი 3

პასუხისმგებელი პირები

ბანაკის უსაფრთხოებაზე, მონაწილეთა ჯანმრთელობაზე და სხვა ყველა საკითხზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას „პროგრამა ერუდიტის“ ადმინისტრაცია და ბანაკის ლიდერთა ჯგუფი.

პუნქტი 3.1

ბანაკის ლიდერი

ბანაკის ლიდერი „ერუდიტის“ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ბანაკის ლიდერი არის პირი, რომელსაც აქვს ბანაკში ყოფნის დიდი გამოცდილება, სცნობს ყველა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ საკითხს.

ბანაკის ლიდერი შეიძლება იყოს 15 წლიდან 30 წლამდე ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს:

  • ბანაკში ყოფნის გამოცდილება;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ექსტრემალური სიტუაციების მართვის უნარი;

  • ადმინისტრაციული საკითხების მართვის და მენეჯმენტის უნარი.

ყველა ბანაკის ლიდერი გადამზადებულია საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მიერ.

ბანაკის ლიდერები სერთიფიცირებულები არიან:

  • პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით;

  • ექსტრემალური სიტუაციების მართვის მიმართულებით;

  • არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური დახმარების მიმართულებით;

  • შ.შ.მ ბავშვებთან ადაპტირებული დახმარების მიმართულებით.

პუნქტი 4

სამედიცინო უსაფრთხოება

  • ბანაკის ტრანსპორტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;

  • ბანაკის სასტუმრო აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;

  • ბანაკის ლიდერები გადამზადებულები არიან პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით;

  • ბანაკის ადმინისტრაცია გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით;

  • „ერუდიტის“ ადმინისტრაცია თანამშრომლობს პედიატრებთან, რომლებიც სასტუმროდან 200 მეტრის მანძილზე არიან განთავსებულნი;

  • „ერუდიტის“ სასტუმროდან 750 მეტრის მანძილზე მდებარეობს საავადმყოფო;

  • „ერუდიტის“ ადმინისტრაცია მყისიერად ახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე და საჭიროების შემთხვევაში ხდება 112-თან დაკავშირება.

პუნქტი 5

სხვა უსაფრთხოების სტანდარტები

  • მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით შერჩეულები არიან, მზარეულები, რომელებსაც აქვთ სამზარეულოში და მოზარდთა კვებაში დიდი გამოცდილება;

  • მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა ნედლეულის შეძენა და საკვების მომზადება (ნედლეულის შეძენისას მოწმდება ყველა პროდუქტის წარმომავლობა და გამოყენების ვადა);

  • მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით ყოველდღიურად ხდება სამზარეულოს სრული ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავება;

  • მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით ყოველ მე-3 დღეს ხდება საცხოვრებელი ოთახების სრული ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავება.

bottom of page