top of page
გასართობ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი (13).png
გასართობ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი (14).png
  • Writer's pictureერუდიტი

ესეების კონკურსის - ერუდიტი

მოგესალმებით

როგორც მოგეხსენებათ „პროგრამა ერუდიტი“ 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს ახორციელებდა მასშტაბურ ესეების კონკურსის პროექტს. მადლობას გიხდით ყველა მონაწილეს ნდობისთვის და რაც მთავარია მადლობა თითოეულ მონაწილეს და მშობელს მასზედ, რომ ინტერესდებით საგანმანათლებლო ორგანიზაციებით და აქტიურად ასპარეზობთ სხვადასხვა სახის საგანმანათბელო პროექტებში. სიამაყით გვინდა გითხრათ, რომ „ერუდიტის“ ესეების კონკურსი იყო უპრეცედენტო და პირველი ფართომასშტაბიანი ესეების კონკურსი საქართველოში. მოგახსენებთ, რომ „ერუდიტის“ 2023 წლის I სეზონის ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო სკოლის მოსწავლეს და სტუდენტს (შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში) მთელი საქართველოს მასშტაბიდან. აღსანიშნავია, რომ „ერუდიტის“ ქართულენოვანი ესეების კონკურში აქტიურად ასპარეზობდნენ ემიგრაციაში მყოფი მოწწავლეები, როგორც მოგეხსენებათ „ერუდიტის“ ესეების კონკურსის პირველი ტური იყო ფასიანი. „ერუდიტის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ქართულენოვან ესეების კონკურსში ემიგრაციაში მცხოვრებმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს სრულიად უფასოდ. მიგვაჩნია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უსასყიდლოდ უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა სახის პროექტები, რითაც მათ კიდევ ერთხელ ვუბიძგებთ, რომ ისწავლონ/არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული მწერლობა და კულტურა.... აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვანი ესეების კონკურსში 43 სხვადასხვა ნაშრომში გამოვლინდა პლაგიატი ნამუშევრები კი განულდა და შეფასდა 0 ქულით. მიგვაჩნია, რომ ესეების კონკურსის უმთავრესი მიზანი არის არგუმენტალური მსჯელობის და საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარი... სიამაყით მოგახსენებთ, რომ ერუდიტის 2023 წლის I სეზონის ესეების კონკურსში მონაწილეობას იღებდა 732 მონაწილე, რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს ესეების კონკურსში ტექნიკური ხარვეზი არ დაფიქსირებულა... აღსანიშნავია, რომ „ერუდიტის“ ესეების კონკურსის ორივე ტურის გახორციელება მოხდა რეკორდულ დროში 20 დღეში „ერუდიტის“ ადმინისტრაციამ უზრუნველყო უხარვეზოდ 2 ტურის ორგანიზება. საბოლოოდ კი „ერუდიტის“ ესეების კონკურსის 2023 წლის I სეზონის საუკეთესო მონაწილეებიც გამოვლინდნენ და გადაეცათ შესაბამისი პრიზები.... როგორც, „ერუდიტის“ ესეების კონკურსის ყვლა მონაწილეს, ასევე თითოეულ მოსწავლეს და სტუდენტს ვუსურვებთ წარმატებას, კარიერულ წინსვლას და რაც მთავარია ვუსურვებთ არასდროს არ დაეკარგოთ ინტერესი განათლებისადმი....


შეგახსენებთ, რომ „ერუდიტის“ ესეების კონკურსის მომდევნო სეზონი გაიმართება 2023 წლის სექტემბერში.

#ერუდიტი #განათთება_გვაერთიანებს

bottom of page