top of page
LOGO  დიდი .png
მოგესალმებით
ჩვენთვის სასიამოვნოა თქვენთან დაკავშირება.
თქვენ ხართ ერუდიტის სასკოლო ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც წინა სეზონში იასპარეზა ფინალურ ტურში.
სწორედ ამიტომ გთვლით ჩვენი პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო ნაწილად.
ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, გვსურს შემოგთავაზოთ პარტნიორობა ერუდიტის სასკოლო ოლიმპიადაში.
გვსურს „ერუდიტის“ გუნდს შემოუერთდეთ მოხალისედ.
თქვენი მთავარი როლი იქნება თქვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ერუდიტის ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ფლაერების დარიგება და მოსწავლეების წახალისება პროექტში ჩართვისა და რეგისტრაციისკენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თქვენ უკვე კარგად იცნობთ ერუდიტის ფორმატს, წესებსა და ტექნიკურ დეტალებს — რადგან თავად გაიარეთ ეს გზა და ფინალამდე მიხვედით. სწორედ ეს გამოცდილება გაძლევთ საშუალებას, ინფორმაცია მოსწავლეებს ზუსტად, გასაგებად და სანდოდ მიაწოდოთ.
თუ თქვენს სკოლაში ან სხვა სკოლებში გყავთ ახლობლები, ნათესავები ან ნაცნობები, რომლებიც მუშაობენ მასწავლებლად ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს აქტიურობასა და შესაბამისად, წარმატების შანსებს...
პროექტის მოხალისეებს გთავაზობთ:
  • ერუდიტის ბანაკში უფასო მონაწილეობას
  • სხვადასხვა საჩუქრებსა და წამახალისებელ პრიზებს
  • ხოლო ყველაზე აქტიური და შედეგიანი მოხალისეები შეირჩევიან ბანაკის ლიდერებად, რაც დამატებით გამოცდილებასა და პასუხისმგებლობას ნიშნავს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ „ერუდიტის“ გუნდს
დააკლიკეთ ღილაკს „რეგისტრაცია“ და შეავსეთ ფორმა.
ფორმის შევსების შემდეგ ჩვენ თავად დაგიკავშირდებით და აგიხსნით ყველა ტექნიკურ დეტალს
ყველა საავტორო უფლება დაცულია
© ერუდიტი 2026-2030
bottom of page