top of page
თეთრი ლოგო .png

ინფორმაცია ბანაკის შესახებ

რას წარმოადგენს ერუდიტის ბანაკი ?
👉 ,,ერუდიტის” ბანაკი  არის გასართობ-სპორტული და სათავგადასავლო აქტივობათა კონცეფცია, რომელიც დღეების განმავლობაში გრძელდება. ბანაკი დატვირთულია მრავალი აქტივობით, როგორც გასართობი, ასევე სპორტული და სათავგადასავლო მიმართულებით, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევენ, დასვენების დღეები ყველაზე სახალისო და პროდუქტიულ არდადეგებად აქციონ. ბანაკი საშუალებას აძლევს ყველა მონაწილეს, გამოავლინონ საკუთარი ინდივიდუალური შესაძლებლობები, გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს, გაიცნონ ახალი მეგობრები და ისიამოვნონ ერუდიტის ყველაზე მეგობრულ გარემოში.

 

რას ვაკეთებთ ბანაკში ?

👉 ბანაკი მთელი დღის მანძილზე დატვირთულია მრავალი აქტივობით, რომლებიც მონაწილეებს არ აძლევენ მოდუნების საშუალებას. ერთი სრული დღის განმავლობაში ერუდიტი მიყვება საკუთარ პროგრამას და მონაწილეებს სთავაზობს განსხვავებული აქტივობების მრავალფეროვან ჩამონათვალს:
📓შემეცნებითი ტრენინგები

👩‍🏫ინტელექტუალური თამაშები

🧩სამაგიდო თამაშები

🎿ლაშქრობა
🎿თხილამურებით სრიალი (თოვლის შემთხვევაში)

🔥საღამო კოცონთან

🎬ფილმების ჩვენება

⚖️დებატები

 

როგორია ბანაკის უსაფრთხოება ?

👉 ბანაკის სტაფი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და დატრენინგებული ხელმძღვანელებით როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით. ღია სივრცეში გასვლისას (ლაშქრობის დროს) ყოველ 10 მონაწილეს ხელმძღვანელობს 1 ლიდერი პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისსავე გუნდს და იღებს მათზე სრულ პასუხისმგებლობას. სასტუმროს ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში ხდება მონაწილეთა კონტროლი და მათი უსაფრთხოების დაცვა.

 

რა წარმოადგენს ერუდიტის მიზანს?

👉 ერუდიტი დაარსების დღიდანვე ზრუნავს მოსწავლეების განვითარებასა და ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რათა მათ შეძლონ და გამოავლინონ საკუთარი ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ერუდიტის ბანაკის მიზანია მოსწავლეებს შეუქმნას გარემო, რომელშიც შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, გამოწვევებთან გამკლავებას, სოციალური უნარების განვითარებას და სამეგობრო წრის გაფართოვებას. ერუდიტი ერთი დიდი ოჯახია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ ბანაკში მონაწილეობის მიღებას. ჩვენთან ვაფასებთ მონაწილეთა შესაძლებლობებს, სწორედ ამიტომ მონაწილეებს ვაძლევთ შესაძლებლობას მონაწილის ამპლუიდან იქცნენ ლიდერებად და შეუერთდნენ ბანაკს უკვე ხელმძღვანელის სახით. ზაფხულის მსვლელობისას ერუდიტმა ათამდე მონაწილე ლიდერად აქცია, ისინი ახლა უკვე გუნდის სრულფასოვან წევრებს წარმოადგენენ და მომდევნო სეზონებზე სრულიად უფასოდ შემოუერთდებიან ბანაკის მსვლელობას.

bottom of page