top of page
მოგესალმებით
მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 5 თებერვლს იმართება
„ერუდიტის“ გასართობ-შემეცნებითი ზამთრის ბანაკის VII ნაკადი.
VII ნაკადის მონაწილეთა შეკრების და ტრანსპორტირების დაწყების ლოკაცია:
  • თბილისი
მონაწილეები 5 თებერვალს 08:00 საათზე შეიკრიბებიან,
მეტროსადგური „დიდუბის“ ზედა მხარეს თ.ერისთავის ქუჩაზე. 
იხილეთ ლოკაცია რუკაზე:
08:00 საათზე მოხდება ტრანსპოორტირების დაწყება

! ყველა მონაწილე, ვინც მოდის თბილისიდან ვალდებული 08:00 საათზე გამოცხადდეს გასვლის ლოკაციაზე.

გაითვალისწინეთ, რომ ბანაკი არ არის ხანგრძლივი და გთხოვთ მოერიდოთ ბევრი ნივთის და დიდი ჩანთების წამოღებას.
ლიდერთა ტელეფონის ნომრები:
გვანცა ჯოჯიშვილი  +995 599 241 261
​ლევან გათიაშვილი  +995 533 332 133
დავით პიტერი  
+995 599 241 261
112
IMG_3162_edited.jpg
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი 112-დან უახლოესი წუთების უკან გაიგზავნა შეტყოოობინება საქართველოს უმეტეს რეგიონებში ამინდის გაუარესების და ძლიერი ნალექის შესახებ.
აღნიშნული არ არის საფუძველი იმისა, რომ გადაიდოს ნაკადი მეტიც, ჩვენთვის ეს ინფორმაცია დიდიხსნის წინ იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ უფრო შევარჩიეთ ეს თარიღი ბანაკისთვის, რადგან უხვი ნალექი ბაკურიანში ნიშნავს დიდ თოვლს რაც სრიალისთვის და გასართობი აქტივობებისათვის აუცილებელია.
112 ის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა სატრანსპორტო საშუალების შეცვლა კერძოდ, 53 ადგილიანი ავტობუსი ჩანაცვლდა 20 ადგილიანი მინი ავტობუსით.
ახალ ტრანსპორტს რათქმაუნდა გავლილი აქვს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, რათქმაუნდა აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო და ზამთთრის საბურავებით და აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს.
დამატებითი ხარჯებისთვის
(კვადრო, ტირი, მაღაზია და ა.შ)
გთხოვთ ბავშვებს 50 ლარზე მეტი თანხა ქეშის სახით არ გამოატანოთ.
რეკომენდირებული ნივთები
(ნივთები, რომელთა წამოღებაც რეკომენდირებულია ბანაკში)
  • თეთრეული
(1 საწოლიანი ან 2 საწოლიანი);
  • პირადი ჰიგიენის ნივთები
(საპონი,შამპუნი, პირსახოცი და ა.შ);
  • სეზონური ტანსაცმელი
(თბილი, შარვალი, ქურთუკი და ა.შ);
  • არასეზონური ტანსაცმელი
(სასტუმროს ტერიტორიაზე ჩართულია ცენტრალური გათბობა, თბილი ტანსაცმელი რომ არ გახდეს შემაწუხებელი რეკომენდირებულია 1 ხელი შემოდგომის სეზონის სამოსის წამოღება);
  • ფეხსაცმელი
(გთხოვთ ფეხსაცმლის წამოღებისას გაითვალისწინოთ ბაკურიანის კლიმატი და ეცადოთ, რომ ფეხსაცმელი არ ან ნაკლებად სრიალებდეს ყინულიან ზედაპირზე);
  • მედიკამენტები
(თუ მონაწილე სისტემატიურად იღებს რაიმე სახის მედიკამენტს ან ვიტამინებს შეგიძლიათ აღნიშნულის წამოღება, მაგრამ სავალდებულოა ჩააბაროთ ბანაკის ადმინისტრაციას);
  • ფულადი თანხა/პლასტიკური ბარათი
(დამატებითი ხარჯებისათვის, რაც არ შედის ბანაკის პროგრამაში (პირადი ხარჯები მაღაზიაში, კვადრო ტური, ტირები ან სხვა...) რეკომენდირებულია თანხის ან საბანკო ბარათის წამოღება.
თუ მოგაქვთ ნაღდი “ქეში“ თანხა ის არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს;
საბანკო ბარათზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება).
აკრძალული ნივთები
(ნივთები, რომელთა წამოღებაც აკრძალულია ბანაკში)
  • ნებისმიერი სახის პიროტექნიკა;
  • ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი;
  • ნებისმიერი სახის ცივი იარაღი (მათშორის „ბრელოკი“ და ა.შ);
  • ნებისმიერი სახის ბასრი საგნები;
  • ადვილად აალებადი ნივთები;
  • ფეთქებადი ნივთები;
  • ტოქსიკური ნივთები;
  • ნებისმიერი სახის მედიკამენტი (რომელთა დასახელების წაკითხვაც შეუძლებელია);
  • ნებისმიერი სახის მცენარე;
  • თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი (მათშოორის ელ-სიგარეტი ე.წ „ვეიპი“ და ა.შ).
! ყურადღება !
ბანაკის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინების მიზნით ბანაკის ტერიტორიაზე ჩაატაროს დათვალიერების ღონისძიება ე.წ „ჩხრეკა“.


ნებისმიერი აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხევავაში
მონაწილეზე გავრცელდება დროოებითი სანქცია, რომელიც შეიძლება იყოს:
  • მობილური ტელეფონის დროებითი ჩამორთმევა;
  • ბანაკის გარე ან შიდა აქტივობის გამოტოვება ან სხვა...
თუ ბანაკის საფასური არ გაქვთ სრულად გადახდილი შეგიძლიათ დარჩენილი თანხა ნაღდი ანგარიშწორებით გადაიხადოთ 5 თებერვალს (გასვლის დროს) ლიდერებთან.
მადლობა ყურადღებისათვის
პატივისცემით ერუდიტის ადმინისტრაცია

#ერუდიტი
#განათლებაგვაერთიანებს
bottom of page